ივერიონი / მამუკა არეშიძე: მთავრობის წევრებს საარჩევნო კამპანიაში დემონსტრაციულად მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ!

მამუკა არეშიძე: მთავრობის წევრებს საარჩევნო კამპანიაში დემონსტრაციულად მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ!

„კატეგორიულად ვითხოვ გაუქმდეს წესი, რომლითაც სამხედროები მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობენ“-აღნიშნული განცხადება ექსპერტმა მამუკა არეშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

არეშიძე ხაზგასმით აცხადებს, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში სამხედროებს არ უნდა ჰქონდეთ მონაწილეობის უფლება. მიმდინარე შუალედურმა არჩევნებმა მას 2012 წლის არჩევნები გაახსენა, რადგან, მაშინაც სამხედროების ხმებით ხდებოდა გარკვეული მანიპულირებები.

 

არეშიძე იხსენებს იმ პერიოდს, როცა კოალიციის ლიდერებში აღშფოთება გამოიწვია სამხედროების მონაწილეობამ და აცხადებდნენ, რომ მომავალში ამ წესს შეცვლიდნენ და არ დაუშვებდნენ იგივეს განმეორებას, თუმცა არეშიძის თქმით, არაფერი არ შეცვლილა და დღესაც იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ!

 

ასევე, ერთ-ერთი შეცდომა, რაზეც ექსპერტმა ყურდღება გაამახვილა, ესაა არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. კერძოდ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს არ უნდა ჰქონოდათ საარჩევნო კამპანიაში ასეთი დემონსტრაციული მონაწილეობის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური შვებულება გაიფორმეს! არეშიძის თქმით, მათი მხრიდან ეს მაინც არ იყო სწორი ქმედება.

 

 

კარინა გრიგორიანი

2-11-2015, 15:10
უკან დაბრუნება