ივერიონი / კახა კალაძე: ხელისუფლება აბსოლუტურად ფლობს სიტუაციას!

კახა კალაძე: ხელისუფლება აბსოლუტურად ფლობს სიტუაციას!

ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება, რომლებიც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას, აგრეთვე, მიხეილ სააკაშვილსა და სოფო ნიჟარაძეს შორის საუბარს ასახავს:

 

"მე ვფიქრობ, შეფასება არ არის საჭირო. ყველაფერი არის ნათელი, ყველამ ყველაფერი ვიცით, თუ რას გეგმავდა ეს ადამიანი. შესაბამის სამსახურებს ამ მიმართულებით დაწყებული აქვთ გამოძიება და დაველოდოთ, ძალიან საინტერესო იქნება. თუმცა მინდა, ქვეყნის მოსახლეობა დავამშვიდო - ხელისუფლება აბსოლუტურად ფლობს სიტუაციას და დღეს საქართველოში ვერავინ გაბედავს ვერც გადატრიალებას, ვერც რევოლუციის მოწყობას. მაგ ადამიანებს შეუძლიათ ჩაიკეტონ თავიანთ ოთახებში და იკოტრიალონ რამდენიც უნდათ",- განაცხადა კახა კალაძემ.

 

2-11-2015, 16:44
უკან დაბრუნება