გადაცემა "20/30"-ის პროდიუსერი ვასილ მაღლაფერიძე უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:
"ოდესის გუბერნატორი ხვდება პოროშენკოს და მასთან ერთად განიხილავს ორ ვარიანტიდან ერთ-ერთს, სავარაუდოდ, სისხლისღვრის სცენარს; მერე რეკავს საქართველოში და მოსალოდნელ სისხლისღვრაზე ემასლაათება ვიღაცეებს, რომელთაც არც უკვირთ და არც ეუცხოვებათ ეს ამბავი. ერთადერთი, რაც მათ და მათ მომხრეებს აწუხებთ, ისაა, რომ რატომ გვისმენენო?!
ამ მიმართულებით ყველაფერი გარკვეულია, მაგრამ კარგი იქნება, პატივცემულმა ელჩებმა განგვიმარტონ, რამდენად მისაღებია მათთვის უკრაინის პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის გეგმები ჩვენთან დაკავშირებით?! ამას ჰქვია მედიის თავისუფლებისთვის მხარდაჭერა?! ჩვენს გარშემო ყველა სისხლისღვრაზე საუბრობს და ერთი შეშფოთება მაინც გამოთქვან!" - წერს ვასილ მაღლაფერიძე.