ივერიონი / ხვალ მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობას აღნიშნავს

ხვალ მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობას აღნიშნავს

21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობას დღესასწაულობს.


დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს – ნოემბერში, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება. რვა რიცხვი კი მიგვანიშნებს უხორცოთა ზეცისა ძალთა შეკრებაზე "დღესა მერვესა", როგორც წმიდა მამები უწოდებენ უფლის მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროს. "რამეთუ მოსვლად არს ძე კაცისაი დიდებითა მამისა თვისისაითა ანგელოზთა მისთა თანა და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ".

20-11-2012, 21:11
უკან დაბრუნება