ივერიონი / სოზარ სუბარი:სიტყვის თავისუფლება არ დაწყებულა ერთი ტელეკომპანიით!

სოზარ სუბარი:სიტყვის თავისუფლება არ დაწყებულა ერთი ტელეკომპანიით!

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა  გადაცემაში "მაესტროს ფაქტორი" საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყეტილება შეაფასა. მისი თქმით, "ეს გადაწყვეტილება, არის ის , რასაც "ნაციონალური მოძრაობა" უკვეთავს."

 

"დაუყოვნებლივი აღსრულება იქნება თუ არა, ან როგორ იქნება და აპირებდნენ თუ არა მხარეები, ნამდვილად არ ვიცი.  კიდევ გავიმეორებ,  ეს არის კერძო დავა, რომელში ჩარევასაც ჩვენ არ ვაპირებთ. ადრე გადაწყდება თუ გვიან,  ეს არის მფლობელის საქმე. მთავარია სასამართლომ მიიღოს სამართლიანი და სწორი,  არგუმენტირებული გადაწყვეტილება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თემა არის ძალიან საინტერესო. სასამართლო, რომელიც ვერასდროს  ეტეოდა ცხრათვიან ვადაში, 2-3 დღეში იღებს ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ყველა ეს გადაწყვეტილება, არის ის, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" უკვეთავს.

სიტყვის თავისუფლება არ დაწყებულა და დამთავრებულა ერთი ტელეკომპანიით, მითუმეტეს იმითი, ვინ იქნება ამ ტელეკომპანიის რეალური მფლობელი. ეს ტელეკომპანია მაუწყებლობდა მაშინაც, როცა ქიბარ ხალვში იყო მისი მფლობელი.  შემდეგ ჰყავდა სამი მფლობელი და ა.შ. ამას არა აქვს რაიმე მნიშვნელობა. მფლობელი არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სიტყვის თავისუფლებასთან."- განაცხადა მინისტრმა.

3-11-2015, 09:25
უკან დაბრუნება