ივერიონი / ისრაელი ღაზას დაუზავდა

ისრაელი ღაზას დაუზავდა

ისრაელი და ღაზას სექტორი დაზავდნენ. ამ ინფორმაციას  "ალ არაბია“ "ჰამასის" წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.


მხარეები ზავს ოფიციალურად ადგილობრივი დროით 19:00 საათზე გააფორმებენ, რომელიც ძალაში 22:00 საათიდან შევა.


დაპირისპირებულმა მხარეებმა დაზავების სანაცვლოდ პირობები წამოაყენეს.


ქაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებისას "ჰამასის" ლიდერმა, ჰალედ მაშაალმა ისრაელს "აგრესიისა და მკვლელობების" შეწყვეტისა და ღაზას სექტორისთვის ბლოკადის მოხსნისკენ მოუწოდა. ისრაელის წარმომადგენლებმა კი, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ოთხი პირობა დაასახელეს. მათ შორის იყო ღაზას სექტორის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტა და გარანტიების წარდგენა, რომ "ჰამასი" მას ხელახლა არ შეაიარაღებს.

ღაზას სექტორში თითქმის ერთი კვირაა შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

20-11-2012, 21:21
უკან დაბრუნება