ივერიონი / პაატა ზაქარეიშვილი: "ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის"

პაატა ზაქარეიშვილი: "ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის"

 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ არასწორია მის მიმართ გამოთქმული მოსაზრება, თითქოს ის რუსული ინეტესების გამტარებელია.

 

"არ ვიცი, ვინ მომიხსენიებს რუსული ინტერესების გამტარებლად. ყველას აქვს უფლება, თავისი აზრი სოციალურ ქსელებში დააფიქსიროს, მაგრამ მე მკაფიოდ და ცალსახად მომხრე ვარ ევროპულ და ევროატლანტიკურ  ინსტიტუტებში საქართველოს გაწევრიანებისა და მიმაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს ამაში. მე ვემხრობი "ქართული ოცნების" მიერ ჩამოყალიბებულ პოლიტიკას, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება გვჭირდება ევროპაში რაც შეიძლება სწრაფი ინსტიტუციონალური ინტეგრაციისთვის. ამიტომ, თუ ვინმე რამეს მაბრალებს, ეს თავად მისი პრობლემაა. "ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის", - აცხადებს ზაქარეიშვილი.

 

წყარო: გაზეთი "პრაიმტაიმი"

3-11-2015, 13:11
უკან დაბრუნება