"სახალხო კრების" წევრის ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ გაჟღერებული განცხადებების მოსმენა უკვე ამორალურობაში გადადის, რადგან რასაც ისინი დღეს ხელისყუფლებას ედავებიან, მათი მმართველობის პირობებში ასმაგი სიხშირით ხდებოდა.
ამის შესახებ ბათიაშვილმა გადაცემა "მაესტროს ფაქტორში" განაცხადა.
"როდემდე შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის" დემაგოგიას ვუსმინოთ? ეს ხომ ჩვენი შეურაცხყოფაა, რომ დღესაც ჩვენ ვუსმენთ გივი თარგამაძეს, ამ სისულელეებს, ამ დემაგოგიას, ამ თავხედურ ლაპარაკს?
გივი თარგამაძე დღეს რომ დემოკრატიაზე და ოპონენტების ნადირობაზე საუბრობს, ეს პიროვნება იყო სწორედ ვინც იყო მთავარი რუპორი, მთავარი იდეოლოგი. სანამ მე გამასამართლებდნენ პირდაპირ გამოდიოდა და მადანაშაულებდა ყოველ დღე, ფაქტობრივად სასამართლოს ჩემთნ დაკავშიებით ინსტრუქციას აძლევდა."- განაცხადა ბათიაშვილმა.