საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს, იმის შესახებ, რომ ხელისუფლება მედიაზე ზეწოლას ახორციელებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლება იქამდეც კი მივიდა, უბრალო გლეხს "თეფშებს" უხსნიდა და ყველაზე უხეში ფორმებით აკონტროლებდა.
"ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს ხელისუფლებისგან არაფერი ემუქრებათ, მთავარია მიხეილ სააკაშვილისგან არ დაგემუქროთ რამე იმიტომ, რომ ისეთ რაღაცეებს ვისმენ ეჭვი მიჩნდება.
გახსოვთ ალბათ წინა ხელისუფლება იქამდეც კი მივიდა, რომ ანტენებს და თეფშებს უყადაღებდა მოსახლეობას. სადღაც სოფელში, გლეხის სახლში მივიდოდნენ და თეფშებს უხსნიდნენ, რომ არ მიეღოთ სიგნალი გარკვეული არხებიდან, მადლობა ღმერთს ეს დრო დასრულდა."- განაცხადა კობახიძემ გადაცემაში "არჩევანი."