სამართალდამცავებმა 8 საათიანი დაკითხვის შემდეგ სამშენებლო კომპანია "ენსისის" დირექტორი გეგი ქელბაქიანი და ამავე კომპანიის ფინანსური მენეჯერი არჩილ ჩოგოვაძე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ფულის გათეთრება ედებათ. ბრალს მათ 194-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენებენ. დანაშაული 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულები ამ დროისთვის მოდულის შენობაში იმყოფებიან.
გეგი ქელბაქიანი ადრე "თბილისის წყლის" გენერალური დირექტორი იყო.