აღმაშენებლის ხეივანში გვიან ღამით "ლუკოილის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. 2-მა ნიღბიანმა იარაღის მუქარით სალაროში არსებული თანხა გაიტაცა.
ზარალის ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ არის. ადგილზე გვიან ღამემდე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობდნენ.
მიმდინარეობს საქმის გამოძიება. პოლიცია ვიდეოკამერებით გადაღებულ ვიდეომასალას სწავლობს.