ივერიონი / სოსო მანჯავიძე: ვისაც დღეს აქციები და დესტაბილიზაცია უნდა, საქართველოს მტერია

სოსო მანჯავიძე: ვისაც დღეს აქციები და დესტაბილიზაცია უნდა, საქართველოს მტერია

თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების, მხარდამჭერებისა და "საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებლის" ელენე ხოშტარიას განცხადებას ეხმიანება, იმის შესახებ, რომ თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.

 

"ეს პროვოკატორი ქალი, ხოშტარია გამოდის და ამბობს, რომ ეს ხელისუფლება ძალას ვერ გამოიყენებს, ვინაიდან "მკრთალი და მშიშარაა."

ძალას "კასრების კადრების" სცენარით რომ იყენებდა მისი საყვარელი მიშა, ეს ქალბატონი დუმდა ძუძუს გოჭივით.

მართლა რა სამგლე გოჭებივით არიან ამტყდარი, ეს უბედურები, დუჟი გადმოსდით პირიდან.

ვისაც დღეს აქციები და დესტაბილიზაცია უნდა, ვინც არ უნდა იყოს ის, საქართველოს მტერია და დაუყონებლივ უნდა ჩამოსცილდეს საზოგადოებრივ ასპარეზს.

 

ეს დამცველები ნახეთ, ეს მაქციები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უკან დახევა, განვმეორდები უკვე მერამდენედ, საქართველოს არაფერი ეშველება, სანამ არსებობს "რუსთავი 2"-ი."- წერს მანჯავიძე.

 

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტი სრულიად შეიცვალა და ტელეკომპანიის დროებით მმართველად "იმედის" ყოფილი დირექტორი, რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.  

6-11-2015, 10:20
უკან დაბრუნება