ივერიონი / "იმედის" საინფორმაციო სამსახური "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს

"იმედის" საინფორმაციო სამსახური "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს

ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახური "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ, ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ მიმდინარე პროცესები არ დააზარალებს არხის ჟურნალისტებს, რათა სრულფასოვნად შეძლონ საქმიანობა. 

 

"ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახური სოლიდარობას უცხადებს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს და იმედს გამოთქვამს, რომ დაცული იქნება როგორც მათი უსაფრთხოება, ისევე უფლება, თავისუფლად განახორციელონ პროფესიული მოვალეობა.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჟურნალისტმა სრულფასოვნად შეძლოს მუშაობა და მიმდინარე პროცესებმა არ დააზარალოს მათი საქმიანობა", - ნათქვამია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის განცხადებაში.

 

6-11-2015, 10:33
უკან დაბრუნება