ივერიონი / სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა  პენიტენციური დეპარტამენტის ხელძღვანელის თანამდებობაზე ზვიად მიხანაშვილი დანიშნა. ახალი პოსტის დაკავებამდე ზვიად მიხანაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში  ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

 

მინისტრის განცხადებით კანდიდატურის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი ზვიად მიხანაშვილის კვალიფიციურობა გახდა.  კახა კახიშვილის თქმით, მიხანაშვილს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

 

ზვიად მიხანაშვილი აცხადებს, რომ ის მზად არის პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვალეობას.

 

 "აქცენტს ადამიანის უფლებების დაცვაზე გავაკეთებთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ დაწესებულებებში არსებულ ინფრასტრუქტურას. ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და პატიმრების საზოგადოებაში ჯანსაღ დაბრუნებას". - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

 

ზვიად მიხანაშვილს დამთავრებული აქვს ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. ფლობს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომდე ზვიად მიხანაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი იყო.

 

2015 წელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის მრჩეველი.

 

2011-2015 წლები - ნატოში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი.

 

2005-2009 წლები - საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.

 

2002-2004 წლები - საქართველოს პარლამენტი, მოწვეული სპეციალისტი.

 

1998-1999 წლები - საქართველოს პარლამენტი, სპეციალისტი.

6-11-2015, 11:09
უკან დაბრუნება