პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე მოკლე კომენტარს აკეთებს:
"იმედი მაქვს, ყველაფერი ნორმალურად დალაგდება. აბსოლუტურად არავინ ხელისუფლებაში არ არის დაინტერესებული, თავისუფალ მედიას რამენაირად ჩრდილი მიადგეს. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება", - განაცხადა აბაშიძემ.