დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, სამინისტროში მრგვალი მაგიდა გაიმართება.
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდე მარგიშვილი, მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი, ასევე მოწვეული სტუმრები - არქიტექტორ-ურბანისტები, ამ სფეროში მომუშავე ხელოვნების ისტორიკოსები, ICOMOS საქართველო, "თბილისის ჰამქარი", იურისტები, არქიტექტურის მკვლევარები, თბილისის მერიის თანამშრომლები და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანია ისტორიული თბილისის მიმდინარე განაშენიანების, რესტავრაცია-რეაბილიტაციის საკითხებისა და, საზოგადოდ, თბილისის ურბანული განვითარების ტენდეციების განხილვას.