“ივერიონს“ ესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე
-ბატონო სოსო, “რუსთავი 2-სთვის“ გამოტანილ განაჩენს აშშ-ს ელჩი საქართველოში და აქ აკრედიტებული სხვა ელჩები გამოეხმაურნენ. მათ უარყოფიათად შეაფასეს სასამართლოს გადაწყვეტილება. თქვენი აზრით, მოჰყვა თუ არა მასგავსი რექცია მათი მხრიდან 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია “იმედის“ დახურვას?
-მაშინ ამერიკელები ნდობით იყვნენ აღჭურვილნი იმდროინდლი ხელისუფლების მიმართ, ხოლო დღეს მაინცდამაინც დიდი ნდობა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ არ აქვთ. ამერიკელებისათვის მაშინ, როგორც ჩანს, მთავარი იყო საქართველოს არაორაზროვანი კურსი და გეზი დასავლეთის მიმართულებით, დღეს ეს კურსი საეჭვოა.
ამას დაემთხვა, ჩვენი ხელისუფლებისა და ქვეყნისთვის არასასურველად, გაზპრომთან ნახევრად ოფიციალურ-არაოფიციალური მოლაპარაკება. ამას დასავლეთი დასავლური კურსიდან გადახვევის მცდელობად აღიქვამს. ამას დაემატა ევლოპარლამენტართა კრიტიკული შენიშვნები და ბრალდებები, “ჩვენი გაგებით“ არასამართლიანი, იმათი გაგებით სამართლიანი, მერაბიშვილი-ახალაია -უგულავას დაპატიმრის გამო. ერთი სიტყვით, რასაც დასავლეთელები “პატიობდნენ“ სააკაშვილს, არ პატიობენ დღევანდელ ხელისუფლებას. რატომ? სააკაშვილი გადადგა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა მის მიერ აღიარებული შეცდომების გამო. ასეთი ნაბიჯი მას მაშინ, დასავლეთში, დანაშაულის აღიარებად “ჩაუთვალეს“. დღეს კი ჩვენი პარლამენტარები პირად შეურაცხყოფაზე იქით გადადიან, რასაც ევროპარლამენტარები მუშტი-კრივით კი არ შეხვდებიან, მაგრამ “ულვაშზე კი იხვევენ“.
“რუსთავი 2-ის“ საქმეზე სასამართლომ არაპროფესიონალურად იმუშავა. ვგულისხმობ იმ საბედისწირო 17-გვერდიან განჩინებას, სადაც, წესით, სიტყვა არ უნდა დაძრულიყო მის სარედაქციო პოლიტიკაზე. სასაცილოა, როცა პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ეს საქმე ორი სამეურნეო სუბიექტის დავაა და მეტი არაფერიო, ამ დროს კი მოსამართლე ქაღალდზე წერს და ბეჭედსაც არტყამს, რომ “ რუსთავი 2“ დამნაშავეა, რადგან მისი რეპორტაჟები არაობიექტურია და სუბიექტურიაო.
-თქვენი აზრით, შეძლებენ თუ არა “რუსთავი 2-ის“ დასაკუთრებას ამ ტელეკომპანიის დროებითი მმართველები?
- როცა ტელეკომპანია ახალი დირექტორის ხელმოწერის გარეშე ერთ ლიტრ ბენზინს ვერ იყიდის, ეს არ ნიშნავს მისთვის ხელ-ფეხის შეკვრასა და ბუნებრივ სიკვდილს?! თუ ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს ან გარედან ზეწოლით არ შესუტდა, საქმე ცუდად დასრულდება. ასევე, 17-გვერდიან განჩინებაში დეტალურადაა ჩამოთვლილი ის პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დროებითი მმართველი -მას არანაირი ინტერესი არ უნდა ჰქონდეთ ტელეკომპანიის მიმართ, არც ფინანსური, არადა საერთო წილის 50% “რუსთავი 2-ისა“ აქიმიძესა და დვალს ეკუთვნით.
საინტერესოა ადვოკატ სალიას გადაწყვეტილება, რომელმაც “ხელები დაიბანა“ და თქვა, მე არანაირი კონტაქტი არ მაქვს უკვე ახალ დირექტორებთან და არც უნდა მქონდესო. ის პროფესიონალი იურისტია და თავი არიდა მოსალოდნელ გაურკკვევლობას. მან “დიპლომატიური ალიბი“ მოისხა ამ გადაწყვეტილებით.
დროებითი მმართველობა ინგლისური მეთოდია და ის აბსოლუტურად მიუკერძოებელ ადამიანს ნიშნავს. აქ კი ისეთი ხალხი დაინიშნენ მმართველებად, ვინც 50-%-ს ფლობენ და ამბობენ, ჩვენი ქონებაა და უკეთ გავუფრთხილდებითო. ასეთი ალოგიკური განმარტება უკვე არცერთ კარებში არ ეტევა- მათ არადამაჯერებლად, ტლანქად და არაცივილიზებულად აურეს გვერდი საკონსტუტუციო სასამართლოს.
იკვეთება კიდევ ერთი საინტერესი ფაქტი: როცა ხალვაშმა გრაფ მონტე კრისტოს გულუხვობით გააჩუქა 50%, ეს სულ სხვა დასკვნასა იწვევს. რომელი ბიზნესმენი გინახავთ ასე გულუხვად ჩუქნიდეს ვინმეს ამხელა ბიზნესწილს? მართალია, ხალვაშს უსამართლოდ წაართვეს ეს ტელევიზია, თავის დროზე, მაგრამ რა მეთოდებითაც წაართვეს, ზუსტად იმ მეთოდებით იბრუნებს. განსხვავება ისაა რომ “ნაციონალებს“ დავალების ჭკვიანი შემსრულებლები ჰყავდათ, როგორიც ადეიშვილი იყო. მისი დონის მაქინატორი ამათ არ ჰყავთ (და სწორადაც თქვა ივანიშვილმა, ის ჩემს ხელში ბრწყინვალე ჩინოვნიკი იქნებოდაო). ამათ ჰყავთ დაბალი დონის არაპროფესიონლები, რომლების მძიმე მდგომარეობაში აგდებენ ხელისუფლებას.
ესაუბრა ია ჯღარკავა