ივერიონი / დავით უსუფაშვილი: სასამართლოზე ზეწოლა არ უნდა ხდებოდეს!

დავით უსუფაშვილი: სასამართლოზე ზეწოლა არ უნდა ხდებოდეს!

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, სასამართლოებზე ზეწოლა არ უნდა ხორციელდებოდეს. 

 

დავით უსუფაშვილი მოუწოდებს კოლეგა დეპუტატებს და მოსამართლეებსაც, დარჩნენ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. 

 

"საკონსტიტუციო სასამართლოს პატივცემული წევრები მუდმივად გაღიზიანდებიან თუ, პარლამენტი, როგორც მოპასუხე ამა თუ იმ საკითხზე, მოსამართლის ობიექტურობის საკითხს დააყენებს, ეს არ იქნება სწორი.  მე მოვუწოდებს მოსამართლეებს, პოლიტიკოსებს, ვიყოთ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. განსხვავებული მოსაზრებები ნუ გაგვაღიზიანებს. მთავარია, სასამართლოებზე არ ხდებოდეს ზეწოლა, არც საჯაროდ და არც კულუარულად, რომ მოსამართლეებს არ ჰქონდეთ რაიმე ხიფათის განცდა, ამა თუ იმ გადაწყვეტილების გამოტანის დროს,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

8-11-2015, 17:46
უკან დაბრუნება