ივერიონი / ოთარ დანელია: მანდარინის მოსავალი გაზრდილია

ოთარ დანელია: მანდარინის მოსავალი გაზრდილია

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მანდარინის მოსავალი 30-40 პროცენტითაა გაზრდილი, ციტრუსის ექსპორტზე მოთხოვნა კი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზეც გაზრდილია. 

 

"არასტანდარტული ანუ სამრეწველო გადამუშავების მანდარინზე ჩვენ შევინარჩუნეთ შარშანდელი მიდგომა და წელსაც იქნება 10-თეთრიანი სუბსიდია იმ შემთხვევაში, თუ არანაკლებ 20 თეთრს გადაიხდის მიმღები გადამმუშავებელი ქარხანა. ასევე აღსანიშნავია, რომ დამატებითი სიმძლავრეები დაემატა მიმდინარე წელს შარშანდელისგან განსხვავებით, როგორც შეფუთვის და გადამუშავების, ისე კონცენტრატის წარმოების კუთხით, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ დარგისთვის. ასევე გაიზარდა მოსავალი - წელს ჩვენ გვაქვს დაახლოებით 30-40 პროცენტით მეტი მოსავალი, თუმცა მოთხოვნა დიდია. ასევე არატრადიციული ბაზრებიდან, სადაც შედარებით ნაკლები იყო მოთხოვნა (პოსტსაბჭოთა სივრცეს ვგულისხმობ), დაახლოებით 30-35 ათასი ტონის ექსპორტზეა მოთხოვნა, რაც კრიტიკული რაოდენობაა ამ კუთხით. ასევე აღსანიშნავია გადამუშავებისა და შეფუთვის ხარისხიც, რომელიც აბსოლუტურად ევროპულ სტანდარტებს უტოლდება", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

9-11-2015, 11:34
უკან დაბრუნება