წინა ხელისუფლების დროს წართმეული ქონების დაბრუნების პროცესი გრძელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს 12 ავტომანქანა 3 კერძო პირს დაუბრუნდება. მისივე განმარტებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ დაიბრუნოს სახელმწიფოსგან უსამართლოდ მიტაცებული ქონება.
"დღეს 12 ავტომანქანა დაუბრუნდება 3 კერძო პირს, რომლებსაც 2010 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ იძულებით გადააცემინა ეს მანქანები. ამ მეტად რთულ საქმეს ეტაპობრივად ვაგვარებთ", -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.