ივერიონი / სად არის დავით სერგენკო?

სად არის დავით სერგენკო?

„დავით სერგენკო საკუთარ კაბინეტშია და გადადგომას არ აპირებს!“ - ამის შესახებ „ივერიონს“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.


პრესსამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, გაზეთ „რეზონანსში“  გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით სერგენკო გადადგა,  ცრუ წყაროზე დაყრდნობითაა გავრცელებული.


შეგახსენებთ, რომ დღეს  გავრცელდა ინფორმაცია,  რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგენკო თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის მიზეზად კი, წინასაარჩევნო სოციალური დაპირებების შეუსრულებლობა სახელდება.

21-11-2012, 10:55
უკან დაბრუნება