უმრავლესობის წევრმა, „მრეწველთა“ პარტიის ლიდერმა გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ ის საპარლამენტო მანდატს დატოვებს მას შემდეგ, რაც მისი ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველები“ კონკრეტულ კანონპროექტზე მუშაობას დაასრულებს.
გოგი თოფაძის ამ განცხადებას, „PrimeTime”- ს პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე გამოეხმაურა.
ანი მიროტაძის თქმით, მას გოგი თოფაძესთან საუბარი არ ჰქონია, შესაბამისად გაუჭირდება მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება:
„აუცილებლად შევეკითხები ბატონ გოგის, ვინაიდან, მისი მხრიდან განცხადების გაკეთების შემდეგ მასთან ურთიერთობა არ მქონია. მედიის საშუალკებით გავიგე, რომ პარლამენტის მანდატის დათმობას აპირებს. ამას აუცილებლად გავარკვევ, თუმცა მანდატის დატოვებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუ მას მიაჩნია, რომ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და ის ფიქრობს, რომ მან ამის გამო უნდა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, ეს პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის არჩევანია“- განაცხადა ანი მიროტაძემ.
კარინა გრიგორიანი