ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპულ ოჯახთან თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპულ ოჯახთან თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს

"ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პარტნიორობას ევროპის კავშირთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გენედერული თანასწორობის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.

 

ღარიბაშვილის თქმით, პარტნიორობა ემყარება საერთო ღირებულებებს.

 

"ჩვენ გვაქვს ჩვენი ხალხის დიდი მხარდაჭერა ევროკავშირთან ინტეგრაციის საქმეში. მიგვაჩნია, რომ დიდ ევროპულ ოჯახთან თანამშრომლობა არის საუკეთესო გზა როგორც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებათა რეალიზაციისკენ, ასევე რეგიონული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ. ამ გზას ალტერნატივა არ აქვს.

 

იმედი მაქვს, კონფერენცია წარმატებით იმუშავებს, ერთმანეთს გავუზიარებთ მოსაზრებებს, გამოითქმება ახალი საინტერესო წინადადებები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებში ქალთა და გოგონათა მდგომარეობის გაუმჯბესებას, პოზიციების გამყარებას და უფლებების დაცვას", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

10-11-2015, 12:02
უკან დაბრუნება