ივერიონი / გიორგი პაპუაშვილი:საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე პირად ურთიერთობებს გავლენა არ აქვს

გიორგი პაპუაშვილი:საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე პირად ურთიერთობებს გავლენა არ აქვს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე პირად ურთიერთობებს გავლენა არ აქვს.

 

"ელექტორნული სახით პარლამენტიდან შუამდგომლობა შემოსულია. ჩვენთან მოვიდა პირველად ის თუ - პრესაში, ეს სხვა საკითხია, თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. იურიდიულად მოვა დოკუმენტი და სასამართლო ვალდებულია, განიხილოს შუამდგომლობა ნებისმიერი მხარის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არც ერთ მოსამართლზე გავლენა მის პირად ურთიერთობებს არ აქვს, მაგრამ სასამართლო ამას სერიოზულასდ აღიქვამს და განიხილავს. კერძოდ, კოლეგია განიხილავს საკითხს, არის თუ არა მოსამართლის აცილების საფუძველი მეუღლის გარკვეული წლების წინანდელი საქმიანობა ვიღაცასთან ერთად", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილების შუამდგომლობით მიმართა.

 

პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარლამენტმა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის 46-ე მუხლის და "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, მოსარჩელე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის მიერ შეტანილი სარჩელების თაობაზე მიმდინარე დავის ფარგლებში ამ კოლეგიის თავმჯდომარის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის მაია კოპალეიშვილის აცილებასთან დაკავშირებით. პარლამენტი განმარტავს, რომ არსებობს გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული წევრების მიუკერძოებლობაში. კერძოდ, მათ აკავშირებთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახლობლური ურთიერთობა მოსარჩელე მხარის - შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის" ამჟამად დროებით უფლებამოსილებაშეჩერებულ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან. მოსამართლე ვარძელაშვილის მეუღლე ანა ჟვანია ნიკა გვარამიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს იყო მისი პირველი მოადგილე, ხოლო მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას.

10-11-2015, 12:13
უკან დაბრუნება