ივერიონი / "თელასის" თანამშრომელთა გაფიცვა გრძელდება

"თელასის" თანამშრომელთა გაფიცვა გრძელდება

სააქციო საზოგადოება "თელასის" თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ. კომპანიის გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგენას მოითხოვენ.


როგორც ცნობილია, დღის მეორე ნახევარში იგეგმება ენერგეტიკის მინისტრთან კახა კალაძესთან შეხვედრა. შეხვედრაზე "თელასიდან" გათავისუფლებულ თანამშრომელთა საკითხზე იმსჯელებენ. ასევე მინისტრის ინიციატივით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მათ საკითხს შეისწავლის.


"თელასის" თანამშრომლები გუშინ გაიფიცნენ და და მინისტრთან შეხვედრის შემდეგ შვიდდღიანი შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა გაფიცვა გააგრძელეს.


დღეს დილიდან "თელასის" არც ერთი სერვისცენტრი არ გახსნილა.

21-11-2012, 11:10
უკან დაბრუნება