მე ვიცი, რომ პირველი დღიდან, რაც მე თავდაცვის მინისტრი გავხდი, რუსებს საქართველოში პრობლემა აქვთ ჩემს თავდაცვის მინისტრობასთან , ამიტომ ვერაფერს განსაკუთრებულს და ახალს ვერ ვხედავ ამაში , - ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მისი გადადგომის თაობაზე "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის მოთხოვნის თაობაზე დასმულ შეკითხვას.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ის ირმა ინაშვილს რუსეთის ინტერესების გამტარებლად მიიჩნევს, ხიდაშელმა უპასუხა, რომ ამ კითხვას უკვე გასცა პასუხი.
"პატრიოტთა ალიანსი" თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილის გადადგომის, ასევე საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნით შიმშილობის აქციას მართავს.