ივერიონი / ბიძინა ივანიშვილი:"რუსთავი2"-თან დაკავშირებით საზოგადოება ორ ნაწილადაა გახლეჩილი!

ბიძინა ივანიშვილი:"რუსთავი2"-თან დაკავშირებით საზოგადოება ორ ნაწილადაა გახლეჩილი!

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე კომენტარს აკეთებს:

 

"დავით დვალი და აქიმიძე გახლავთ "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები, მათ დიდი წვლილი აქვთ ამ საქმეში. მათ პრეტენზია აქვთ, რომ წაართვეს ტელევიზია. შემდეგი გახლავთ ხალვაში. ხალვაშიც კარგად იცით, მან გაასწრო საზღვარგარეთ. მეორე მხარეს არის გვარამია და მისი ბიოგრაფია. ის იყო მთავარი პროკურორის მოადგილე და ასე შემდეგ. პროცესების ანალიზი საჭიროა. საზოგადოება ორ ნაწილადაა გახლეჩილი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით. ძალიან დიდი ნაწილი არის აღშფოთებული ამ ცინიზმის პიკით. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ასწია თემა, რომ ეს არის თავისუფალი სიტყვის დაცვა, გვარამია არის  ეტალონი ამის, ხოლო "რუსთავი 2"-ის მესაკუთრე თუ შეიცვალა, საქართველოს საშინელება ემუქრება!" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

10-11-2015, 14:32
უკან დაბრუნება