ივერიონი / თამარ სანიკიძე: მისცენ სასამართლოს მუშაობის საშუალება!

თამარ სანიკიძე: მისცენ სასამართლოს მუშაობის საშუალება!

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

 

"თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს. სიტყვის თავისუფლებას ვაფასებთ და ვიცავთ, ამიტომ, თუ რაიმე ინიციატივა იყო და ვინმემ აზრი გამოთქვა, იმას სჭირდება არგუმენტაცია, განვითარება, დასაბუთება. ვნახოთ, პროცესი როგორ წარიმართება", - განაცხადა სანიკიძემ.

 

მისივე თქმით, ყველამ უნდა შეიკავოს თავი და სასამართლოს მუშაობის საშუალება მისცეს.

 

"ყოველთვის ვამბობდი და გავიმეორებ, რომ არცერთმა პოლიტიკოსმა არ უნდა მისცეს თავს უფლება, რომ როდესაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და როდესაც ქვეყანა ამაყობს იმით, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ჰყავს, უნდა მისცეს საშუალება, რომ სასამართლომ იფუნქციონიროს და გამოიტანოს განაჩენი იმ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, რომელიც მას სამართლებრივად გააჩნია. აქედან გამომდინარე, თუ შეიძლება მოწოდებად ჩავთვალოთ, იყოს მოწოდება ყველასთვის, თავი შეიკავონ და მისცენ სასამართლოს მუშაობის საშუალება", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

10-11-2015, 14:48
უკან დაბრუნება