ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილის მიერ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადების თაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.კომენტარი ივანიშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გააკეთა:
"არასამთავრობოთა დიდი ნაწილი, გიგაურის ხელმძღვანელობით, რომელიც არასამთავრობოდ წარმოგვიდგა და როგორც იქნა, ახლა პოლიტიკაში თავის რეალურ სახეს გვაჩვენებს, "ნაციონალური მოძრაობის" გაგრძელებაა. საუბედუროდ, ისინი ძალიან აბინძურებენ სამოქალაქო საზოგადოებას. კარგი იქნება, დანარჩენი ნაწილიც, სამოქალაქო საზოგადოებას რომ უწოდებს თავის თავს და რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" სტრუქტურის ნაწილი არიან, თუ თავადაც დაარქმევენ თავის თავს სახელს, როგორც გიგაურმა როგორც იქნა გადაწყვიტა.
მე დღეს გამოვრიცხავ ყველანაირ უკანონო მოსმენას, ისეთი კაცი უდგას სათავეში უშიშროების სამსახურს, რომ ამას არ იკადრებს", - განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.