ივერიონი / სოსო ცისკარიშვილი:ინაშვილის საპროტესტო აქციებმა შეიძლება ხალხი გამოაფხიზლოს!

სოსო ცისკარიშვილი:ინაშვილის საპროტესტო აქციებმა შეიძლება ხალხი გამოაფხიზლოს!

„ივერიონს“ მიმდინარეპოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი

 

-ბატონო სოსო, როგორ აფასებთ „რუსთავი 2“-ის  გარშემო მიმდინარე პროცესებს. თქვენი აზრით, ნიშნავს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ სადაო ქონების კანონიერი მესაკუთრისთვის გადაცემას, თუ ამ გადაწყვეტილების მიღმა პოლიტიკური ინტერესიც იმალება? როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

 

- რასაც ვაკვირედებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს არის ორი ერთმანეთზე გადაჯაჭვული თემა და ინიციატორი ყველაფრისა იყო კერძო დავა, ხოლო განვითარება უკვე არის პოლიტიკური პროცესების შეჯახება. რაც შეეხება  მოვლენების განვითარებას ეს დამოკიდებულია სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ინტერესებზე.

 

- დღეს ასევე ანგაჟირებული თემაა შუალედური არჩევნების შედეგები - განსაკუთრებით საგარეჯოს ოლქში  განვითრებული მოვლენები. სახელისუფლო  კოალიციის მთავარი პრეტენდენტი ირმა ინაშვილი, აცხადებს რომ არჩევნები გაყალბდა და მას გამარჯვება მოპარეს.

ირმა ინაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობაც კი დაიწყო - იგი არა მარტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, არამედ საარჩევნო სისტემის გადახედვას, კერძოდ, მაჟორიტარული საარჩევნო  სისტემის გაუქმებასაც მოითხოვს...

 

როგორ ფიქრობთ, მოგვცემს თუ არა შედეგებს ინაშვილის საპროტესტო აქცია და გვაძლევს თუ არა შუალედური არჩევნების შედეგები ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლებამ რეპეტიცია გაიარა და 2016 წლის საპარლემენტო არჩევნები ადმინისტრაციული და სხვა რესურსების გამოყენებით გაყალბდება?

 

-ეს არის საკმაოდ შემაშფოთებელი წინმსწრები ინფორმაცია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოლოდინში. ვწუხვარ, რომ ყველაზე პასიური ამჯერად გახლავთ თავად საარჩევნო კომისია და განსხვავებით იმისა, რომ ის იყოს გადამწყვეტი სუბიექტი მტყუან-მართლის გარჩევისა, ვხედავთ, რომ მდუმარება მათთვის უფრო დიდი ნეტარებაა, ვიდრე რაიმე ბრალდებაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, ან საკუთარი პასუხის გაცემა შეიძლება იყოს.

 

აქციის შედეგები უკვე სახეზეა - ეს არის საზოგადოების გამოფხიზლება და ცხადია, მოთხოვნები შეიძლება უფრო რადიკალურია, ვიდრე რეალიზების პოტენციალი გააჩნნია საარჩევნო კომისიას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოების კონსოლიდაცია და არჩევნების სამართლიანად ჩატარების მოთხოვნილება იქნება არა ციდან ჩამოფრენილი თემა, არამედ, სრულიად კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით არსებული ბრალდება ხელისუფლების მიმართ.

 

-თქვენი აზრით, ჩანს თუ არა პოლიტიკური ცის ჰორიზონტზე ახალი პოლიტიკური ძალა, რომელზეც ხშირად აპელირებენ?

 

ახალი პოლიტიკური ძალა არის უფრო ოცნება , ვიდრე რეალობა, თუმცა მისი საჭიროება ნამდვილად რეალურია. როგორი იქნება და რა შემადგენლობით, ჩემი აზრით, ეს იქნება ბევრისთვის მოულოდნელი ახალი კოალიცია, რადგან სხვა უკვე ყველა გატკეპნილი გზა არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ გზის ბოლოს რაიმე განსაკუთრებული სიკეთე ელის ჩვენს ქვეყანას!

 

  ესაუბრა კარინა გრიგორიანი

 

 

10-11-2015, 15:38
უკან დაბრუნება