ივერიონი / რამაზ საყვარელიძე: ხელისუფლება მედიის კონტროლით არ არის დაინტერესებული!

რამაზ საყვარელიძე: ხელისუფლება მედიის კონტროლით არ არის დაინტერესებული!

„ივერიონს“ აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე ესაუბრა

 

-ბატონო რამაზ, როგორ აფასებთ „რუსთავი 2“- ის გარშემო მიმდინარე პროცესებს? თქვენი აზრით, ნიშნავს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ სადაო ქონების კანონიერი მესაკუთრისათვის გადაცემას, თუ ამ გადაწყვეტილების მიღმა პოლიტიკური ინტერესიცაა განპირობებული? როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

 

-პოლიტიკური ინტერესი ამ გადაწყვეტილების მიღმა არამგონია იყოს, იმიტომ რომ პოლიტიკური ინტერესი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ პარტიას, რომელიც პიარ სახლს ფლობს. პიარი კი იმ დოზითაც კი, რა დოზითაც საჭიროა, უყურადღებოდაა დარჩენილი. სხვა მედიასაშუალებებს, რომლებიც დღეს არიან, არ ეტყობათ კრიტიკულობის დეფიციტი. „რუსთავი 2“ კი იძახის, რომ ყველაზე კრიტიკული ტელევიზია ჩვენ ვართო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სხვა ტელევიზიები უკან იხევენ და ჩუმდებიან.

 

„ქართული ოცნება“ თავის დროზე, როდესაც „მეცხრე არხს“ ფლობდა, მაშინაც არ იყენებდა ამ  ტელევიზიას თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის.

ასე რომ, ამ პარტიას არ ეტყობა, რომ ის მედიის კონტროლით იყოს დაინტერესებული.

 

- დღეს ასევე ანგაჟირებული თემაა შუალედური არჩევნების შედეგები-განსაკუთრებით საგარეჯოს საარჩევნო ოლქში განვითარებული მოვლენები. სახელისუფლებო კოალიციის მთავარი პრეტენდენტი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და ეს გამარჯვება მოპარეს.

ირმა ინაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობაც კი დაიწყო. იგი არა მარტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს არამედ საარჩევნო სისტემის გადახედვას, კერძოდ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას ითხოვს.

 

 

როგორ ფიქრობთ, მოგვცემს თუ არა შედეგებს ინაშვილის აქცია და გვაძლევს თუ არა შუალედური არჩევნებოს შედეგები ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლებამ რეპეტიცია გაიარა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევები ადმინისტრაციული და სხვა რესურსების გამოყენებით გაყალბდება?

 

-ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებას თუ ჰქონდა ადგილი, ამისთვის სასამართლო არსებობს-თუკი  ადმინისტრაციული რესურსი კანონის ფარგლებში იქნა გამოყენებული, მაშინ პრინციპში ვერ მოედავები. ეს, ასე რომ ვთქვათ „ადმინისტრაციული წონა“  ხელისუფლებას ყოველთვის აქვს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ბრძოლა იქნეს შედეგიანი. სასამართლო ხაზით, რომ მიდიოდეს ეს ბრძოლა, მაშინ უფრო შედეგიანი იქნებოდა. შიმშილის გამოცხადებას რაც შეეხება, მეორე მხარეს ყოველთვის აქვს იმის საშუალება, უყურადღებობის შემთხვევაში ასეთ ზომებს მიმართოს.

 

-თქვენი აზრით, ჩანს თუ არა პოლიტიკურ ცის ჰორიზონტზე ახალი პოლიტიკური ძალა, რომელზეც ხშირად აპელირებენ?

 

-თავისთავად ინაშვილის პარტია ახალი პოლიტიკური ძალაა და ძალიან საინტერესო დინამიკა აქვს ამ პარტიას.

 

 

     ესაუბრა მედეა შელია

10-11-2015, 15:40
უკან დაბრუნება