ივერიონი / ირმა ინაშვილი: ხალხი ჩემს გამო არ შიმშილობს, ხალხი შიმშილობს სამართლიანობის აღსადგენად!

ირმა ინაშვილი: ხალხი ჩემს გამო არ შიმშილობს, ხალხი შიმშილობს სამართლიანობის აღსადგენად!

„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა შიმშლობის აქციაზე ისაუბრა. მან განმარტა, რომ პროტესტის ამ ფორმას  ხალხმა არჩევნების გაყალბების გამო მიმართა. 

 

ინაშვილი ასევე, თავდაცვისა და გარემოს მინისტრების გადადგომას ითხოვს, რომლებიც მისი თქმით, შუალედური არჩევნების გაყალბებას უწევდნენ ორგანიზებას:

 

„ჩვენ ვხედავთ როგორი არჩევნების ჩატარებას გეგმავს 2016 წელს „ქართული ოცნება“. „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე 16 000 ზე მეტი ადამიანი გამოვიდა. ეს იყო ხალხის პროტესტი. 

 

მე მინდა ხაზი გაუსვა: ხალხი არ შიმშილობს ირმა ინაშვილის გამო. ხალხი შიმშილობს სამართლიანობის აღსადგენად!

 

შექმნილი იყო სპეციალური უბენბი, რომელიც თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჩამოაყალიბა. იგი გახარებული სახით ითვლიდა ბიულეტენებს. მესმის კარგია, როცა თანაგუნდელის გამარჯვებას ზეიმობ, მაგრამ არა მოპარულ გამარჯვებას. არც ერთ ქვეყანაში თავდაცვის მინისტრი ასე არ მოიქცეოდა. იგივენაირად არჩევნების გაყალბებაში ჩართული იყო გარემოს დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი. ჩვენი მოთხოვნაა, რომ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები უნდა გადადგნენ“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

კარინა გრიგორიანი

 

10-11-2015, 16:56
უკან დაბრუნება