ივერიონი / პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა  პირველი მოსმენით განიხილა და კომიტეტის შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტს, რომლის ძირითადი არსი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებაში მდგომარეობს. პროექტის ინიციატორი პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი ზურაბ ჯაფარიძეა.

 

პროექტით, კანონის ამოქმედების ვადად 2016 წლის 1 იანვარია განსაზღვრულია.

 

ზურაბ ჯაფარიძემ გაიზიარა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შენიშვნა იმის თაობაზე, რომ შემდგომი განხილვების დროს, შესაძლებელია კანონის ამოქმედების ვადა შეიცვალოს და აგრეთვე საჭირო იყოს სრულ პროფესიულ სამსახურზე ეტაპობრივი გადასვლის განსაზღვრა.

 

აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

11-11-2015, 09:11
უკან დაბრუნება