საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის შენახვა სახელმწიფოს ძვირი უჯდება და აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილის ქმედება არაეთიკურია. ამის შესახებ მეჭიაურმა გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა.
"მიმაჩნია, რომ მინიმუმ არაეთიკურია, როდესაც ქვეყანაში ამდენი გაჭირვებული ადამიანია, ერთი ადამიანის შესანახად, თუნდაც პრეზიდენტის, იხარჯებოდეს ამდენი ფული. მაშინ როცა გაცილებით წარმატებული და ფინანსურად გამართული ქვეყნების პრეზიდენტები ათჯერ უფრო პატარა რეზიდენციებში მოღვაწეობენ და გაცილებით უფრო წარმატებით ასრულებენ საკუთარ მოვალეობას", - განცხადა მეჭიაურმა.