ივერიონი / გიორგი პაპუაშვილი: შუამდგომლობა დაყენებულია სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე

გიორგი პაპუაშვილი: შუამდგომლობა დაყენებულია სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე

საკონსტიტუციო სასამართლო "რუსთავი 2"-ის სარჩელის განხილვას, რომელიც იმ ნორმის შეჩერებას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც გენერალური დირექტორის და სხვა პირთა თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა, დღეიდან დაიწყებს.

 

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაპირველად სასამართლო განიხილავს, რამდენად ექვემდებარება ამ საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს.

 

"ჯერ განვიხილავთ თუ რამდენად ექვემდებარება ჩვენს იურისდიქციას ეს საკითხი. შუამდგომლობა დაყენებულია სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მის დროებით შეჩერების შესახებ ხვალ დაიწყებს სასამართლო ამის განხილვას", - განაცხადა გუშინ პაპუაშვილმა.

11-11-2015, 11:52
უკან დაბრუნება