ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ირანის რესურსები ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენოს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანამ მაქსიმალური უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ირანის რესურსები ჩვენს სასიკეთოდ იქნას გამოყენებული.
"ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათი რესურსები ჩვენს სასიკეთოდ იქნას გამოყენებული. შემოტანილ იქნას საქართველოში შეძლებისდაგვარად, რომ მეტი კონკურენცია იყოს. აქ საუბარია კონკურენტუნარიან ფასზე. თუ მათი შემოთავაზება კონკურენტუნარიანი ფასები იქნება, მაშინ რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება იყოს ბაზარზე და სხვა მომწოდებელს კონკურენცია გაუწიოს", - განაცხადა კალაძემ.