ივერიონი / კახი კალაძე: საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებების გამო, უარი ვთქვათ სასამართლოზე?

კახი კალაძე: საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებების გამო, უარი ვთქვათ სასამართლოზე?

ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხო კომენტარი გააკეთა:

 

"ეს არის სამართლებრივი დავა. საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებების გამო უარი უნდა ვთქვათ სასამართლოზე? საქართველო იყოს მაშინ განსხვავებული, გავაკეთოთ სპეციალური ჯგუფი და გადაწყვეტილებები ცალკეულმა ადამიანებმა მიიღონ და არა სასამართლომ. ეს ხომ მიუღებელია, ჩვენ ხომ ამგვარ ქვეყანას არ ვაშენებთ? როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება გარკვეული პიროვნებებისთვის მიუღებელი იყო, თუმცა გარკვეული ჯგუფისთვის ეს იყო მისაღები. ანალოგიურად შეგვიძლია ვიმსჯელოთ ურთმელიძის გადაწყვეტილებაზეც", - განაცხადა კალაძემ.

11-11-2015, 13:35
უკან დაბრუნება