ივერიონი / დიმიტრი ლორთქიფანიძე: სოლიდარობას ვუცხადებ ირმა ინაშვილს

დიმიტრი ლორთქიფანიძე: სოლიდარობას ვუცხადებ ირმა ინაშვილს

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს ირმა ინაშვილს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ ლორთქიფანიძემ დღეს  გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე ხელისუფლებას მოუწოდა, ინაშვილთან დიალოგი დაამყაროს და პროცესებზე პასუხისმგებლობა აიღოს.

 

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" სახელით სოლიდარობის აქტი მინდა გამოვხატო ირმა ინაშვილის მიმართ. ამ ადამიანმა მოიგო არჩევნები საგარეჯოში, მაგრამ მას ფაქტობრივად წაართვეს მოგებული არჩევნები.

 

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, მანუჩარ მაჩაიძე აცხადებს, რომ არ ელოდნენ, თუ ასეთი მასშტაბური გაყალბება იქნებოდა საგარეჯოში. მინდა, პოზიცია კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ ჩვენ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ასეთი გაყალბება მოხდებოდა. კოალიცია "ქართული ოცნება" ვალდებულია, პასუხისმგებლობა აიღოს. ირმა ინაშვილი დღეს შიმშილობს და ხელისუფლების მხრიდან ვერ ვხედავთ აქტიურ დიალოგს", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. 

11-11-2015, 14:21
უკან დაბრუნება