რიყეზე მიმდინარე მუსიკალური თეატრისა და გამოფენის დარბაზის მშენებლობა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში პროტესტს იწვევს. პრემირ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მშენებლობების გაგრძელების მოხმრე არ არის, თუმცა გადაწყვეტილების მიღებმადე ხალხს დავეკითხებითო. მსგავსი განცხადებები გაკეთდა კულტურის სამინისტროშიც, ხოლო საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი ზაზა გაბუნია მშენებლობების შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.
რიყეზე მიმდინარე მშენებლობები სამშენებლო კომპანია "ენ-სი-სის" დირექტორის გეგი ქელბაქიანის სახელს უკავშირდება, რომელიც დღეს ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს.
ირკვევა, რომ რიყეზე თეატრის შენობას ქელბაქიანის სამშენებლო კომპანია აშენებს. მისსავე კომპანიას აქვს აღებული ვალდებულება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებისა და ქვედა ტერიტორიაზე ავტოპარკინგის აშენებაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, რიყეზე რამდენიმე თვის წინ გახსნილი "ბუდა-ბარიც" ქელბაქიანის საკუთრებაა.
შეგახსნებეთ, რომ აღნიშნული ბარის მშენებლობას და შემდგომ გახსნას ქართული საზოგადობის დიდი პროტესტი მოჰყვა.
ამ დროისთვის რიყეზე მშენებლობები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.