ივერიონი / ვახტანგ ძაბირაძე: არსებობს ორი ფუნდამენტალური საკითხი - მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა

ვახტანგ ძაბირაძე: არსებობს ორი ფუნდამენტალური საკითხი - მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა

პოლიტოლოგ  ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით  ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების გადაწყვეტილების მიზანია - არ მოხდეს რუსთავი 2-ის საქმიანობის შეზღუდვა, ფინანსური დავალიანებების ან ახალი ვალდებულებების წარმოშობა.

 

"არსებობს ორი ფუნდამენტალური საკითხი - მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა. მოსამართლეებმა უნდა გაითვალისწინონ ამ პროცესის შემადგენელი პოლიტიკური ნაწილი და მოახდინონ საზოგადოების მუდმივად, მაღალ დონეზე ინფორმირება, რომ გადაწყვეტილებებმა ვნებათაღელვა არ გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში, პროცესი მშვიდად განვითარდება და ლოგიკურ დასასრულამდე მივა. ამასვე ითხოვენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები.

 

დროებითი მმართველების გადაწყვეტილების მიზანია - არ მოხდეს რუსთავი 2-ის საქმიანობის შეზღუდვა, ფინანსური დავალიანებების ან ახალი ვალდებულებების წარმოშობა. მათ, ფაქტიურად, მოქმედ მმართველობას დაუთმეს სარედაქციო და ფინანსური მართვის სადავეები, სასამართლოს ბოლო ინსტანციის გადაწყვეტილებამდე. ეს ნაბიჯი მეორე მხარეს არ მისცემს საშუალებას, რომ ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტოს და ეს სასამართლოს გადაწყვეტილებას დააბრალოს. დღევანდელ მმართველობას პროცესები სწორედ აქეთკენ მიჰყავს, რომ მაუწყებლობა შეწყდეს და ეს გახდეს ახალი პოლიტიკური ბატალიების საგანი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ შეთავაზებას გამოიყენებდნენ."- განაცხადა ძაბირაძემ გადაცემაში "2030."

 

12-11-2015, 11:19
უკან დაბრუნება