საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში აკრედტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ავლაბრის სასახლეში მიმდინარეობს და გაერო - ს განვითარების პროგრამის ინიციატივით იმართება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საგარეო ურთერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა, რომ საუბარი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს შეეხება.
"უმთავრესი თემა, რომელსაც განვიხილავთ, არის დემოკრატიული რეფორების გზა და ის, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამ კონტექსტში საუბარი იქნება საშინაო დავალებებზეც. შეხვედრაზე ეთმანეთს გავუზიარებთ მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით - იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა იქნას საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული უახლოეს მომავალშიი. ასე რომ, მსგავსი ტიპის კონსულტაციები უაღრესად მნიშვნელოვანი, აუცილებელი და საჭიროა'', - განაცხადა ფხალაძემ.