ივერიონი / გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს ფილიპო გრანდი უხელმძღვანელებს

გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს ფილიპო გრანდი უხელმძღვანელებს

გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. გაეროს გენერალური ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი აღნიშნულ თანამდებობაზე იტალიელ დიპლომატს ფილიპო გრანდის დანიშნავს. როგორც მოსალოდნელია, ის ახალ თანამდებობას უახლოეს პერიოდში დაიკავებს და პოსტზე პორტუგალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ანტონიუ გუტერიშას ჩაანაცვლებს. 

 

58 წლის ფილიპო გრანდი წლების განმავლობაში გაეროს სხვადასხვა სტრუქტურაში აფრიკის ქვეყნებში, ავღანეთში, სირიასა და თურქეთში მუშაობდა. 

12-11-2015, 11:31
უკან დაბრუნება