რატომ ვერ მართავენ დისტანციურად ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს დროებითი მმართველები - ამის შესახებ დავით დვალმა "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.
"ჯერ ის ახსნან, რას ნიშნავს დისტანციური მართვა. დისტანციური მართვა მე ვნახე ვიბერ-ით ოდესიდან და მიცემული ინსტრუქციები. ეს უნდა განვახორციელო? ვრეკო ვიბერ-ით და კონსულტაციები გავცე?
ან უნდა გადაწყვიტონ, რომ ცნობენ სასამართლოს გადაწყვიტილებას, შევდივართ ტელეკომპანიაში და ვასრულებთ დაკისრებულ ვალდებულებებს, ან თუ არ გვიშვებენ, არ ვიცი, რა მექანიზმებით უნდა მოხდეს დისტანცირებული მართვა", - განაცხადა დვალმა.