ივერიონი / დავით დვალი: რაღაცას მოვახერხებთ!

დავით დვალი: რაღაცას მოვახერხებთ!

"რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველი დავით დვალი აცხადებს, რომ ფინანსური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ტელეკომპანიას პრობლემები არ შეექმნება.

 

"15 ნოემბრამდე ჩვენ რაღაცას მოვახერხებთ. არაა ეს 15 ნოემბერი ტრაგიკული დღე. ვადაგადაცილებაზე არის გარკვეული ჯარიმა, ამით არაფერი ემუქრება ჩემს პირად ქონებას. ეს ისტერიკა და 15 ნოემბერზე აქცენტების გაკეთება არ ღირს.

 

ვინ უნდა გადაიხადოს? ამ საკითხზე ცოტა მერე ვისაუბროთ, რაც სასამართლოს მიერ გარკვევით იქნება ნათქვამი, რა პოზიცია უკავიათ ამ თემასთან დაკავშირებით", - განაცხადა დვალმა "ტვ პირველის" ეთერში.

12-11-2015, 12:17
უკან დაბრუნება