ივერიონი / თამაზ ჭეიშვილი: ჯოჯოხეთური 90-იანი წლები არ უნდა დაბრუნდეს!

თამაზ ჭეიშვილი: ჯოჯოხეთური 90-იანი წლები არ უნდა დაბრუნდეს!

მთავრობის კანცელარიის ეზოში დაწყებული შიმშილობის აქცია არა მარტო ამ ტერიტორიის, არამედ თბილისის ფარგლებს გაცდა და მსშტაბურ ხასიათს იძენს! დღითიდღე იზრდება მოშიმშილეთა რიცხვი. რისკის ქვეშ დგას ლევან თედიაშვილის ჯანმრთელობა! 

 

აი, რას ამბობს შიმშილობის მთავარი ინიციატორი ირმა ინაშვილი: „ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს ვერ ხვდება და არ ესმის, რაზე ვსაუბრობთ. არადა, ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც 2012 წელს სწორედ ამ ყველაფერს (ანუ რასაც დღეს ჩვენ ვითხოვთ) გვპირდებოდა. დღეს კი არაფერს აკეთებს და არც გვპირდება. ისე იქცევა, თითქოსდა ეს მოთხოვნები არც ესმის. თითქოსდა ვერ იგებს, რას ვითხოვთ და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით გვესაუბრება. 

 

რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლებას არაფრის შეცვლა არ სურს! ხელისუფლებამ ხალხის ნდობა დაკარგა! ხელისუფლება უკვე დღეს ემზადება 2016 წლის არჩევნების გაყალბებისთვის“.  

 

ასე გაგრძელება ნამდვილად არ შეიძლება - ერთადერთი გზა ამ ჩიხური მდგომარეობიდან თავის დასაღწევად, სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ მიუკერძოებული გამოძიების დაწყებაა - უნდა დადგინდეს, კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა შუალედური არჩევნების გაყალბებაში. ასევე, უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი! 

 

ჩვენ არ გვჭირდება ახალი „90- იანი წლები“! 

 

თამაზ ჭეიშვილი

 

13-11-2015, 10:12
უკან დაბრუნება