ივერიონი / გედევან ფოფხაძე გიორგი მდინარაძეს და მის იურიდიული სამსახურის უფროსს შეხვდება

გედევან ფოფხაძე გიორგი მდინარაძეს და მის იურიდიული სამსახურის უფროსს შეხვდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე დღეს ადვოკატ გიორგი მდინარაძეს და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელს, მელიტონ ბენიძეს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

შეხვედრა თბილისში, პარლამენტის შენობაში 16:00 საათზე გაიმართება. მათივე ინფორმაციით, ადვოკატის ცემის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უკვე გააკეთა განცხადება. 

 

"ფაქტი, რომელიც მოხდა რამდენიმე დღის წინ, საჭიროებს ძალიან სწრაფ, მიუკერძოებელ, ობიექტურ გამოძიებას და იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ვინც მონაწილეობდა მასში. მე მინდა გამოვუცხადო სოლიდარობა ამ ინსტიტუტს და იცით თქვენ, რომ იურიდიული დახმარების სამსახური არის დამოუკიდებელი, არ შედის არც ერთ სამინისტროში და პირდაპირ ანგარიშვალდებულია პარლამენტთან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ადვოკატებმა იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მზად არის ბოლომდე მონიტორინგი განახორციელოს ამ ფაქტზე და ის რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ეს იქნება სიგნალი, რომ მსგავსი მოპყრობა არის დაუშვებელი", – განაცხადა ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე.

13-11-2015, 10:59
უკან დაბრუნება