მე, როგორც უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვერ შევაფასებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებზე სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
ნინო გვენეტაძის თქმით, იუსტიციის საბჭო იზრუნებს, რომ ყველა იმ კითხვაზე, რომელიც საზოგადოებას გაუჩნდა და ლეგიტიმურია, საინფორმაციო დონეზე განცხადება ჰქონდეს.
"საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ ინფორმაცია გაავრცელა, შეტანილი საჩივრის საფუძველზე განჩინებაში ცვლილებები მოხდა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, რომ სამართალწარმოების მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეფასებაზე პოზიციებს ვერ დავაფიქსირებთ. თუმცა, ვეცდებითი, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით იქნება მიღებული, ინფორმირებულობის დონეზე უზრუნველყოფილი იყოს - ანუ, იუსტიციის საბჭო უზრუნველყოფს ყველა იმ საინფორმაციო განმარტებითი წერილისა და ინფორმაციის მომზადებას, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ამ საქმესთან დაკავშირებით იქნება განხორციელებული", - განაცახადა ნინო გვენეტაძემ.
საქალაქო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, დავით დვალს "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველის უფლება-მოსილება გაუუქმდა, ხოლო ნიკა გვარმიასა და ტელეკომპანიის ფინანსურ დირექტორს ძველი უფლებები დაუბრუნდათ.