პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობას შეუწყვეტს. ამის შესახებ მისმა საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა და განმარტა, რომ პრეზიდენტი, კანონმდებლობით და კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს არ დააღვევს.

"საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება გახლავთ უპირობო საფუძველი ამ პირისთვის მოაქალაქეობის შეწყვეტისა.
ამგვარი განცხადებები მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე იუსტიციის სამინისტოდან თვის განმავლობაში ასეულობით შემოდის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და შესაბამისად პრეზიდენტი მიიღებს იმავე გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებასაც იგი იღებს ანალოგიური საფუძლით საქართველოს სხვა მოქალაქეების შემთხვევაში, შეუწყვეტს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მოქალაქეობას, გამომდინარე იქიდან რომ საქართველოს პრეზიდენტი არც ყოფილი პრეზიდენტის შემთხვევაში და არც ერთ სხვა შემთხვევაში არ დაარღვევს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს",-განაცხადა კვერენჩხილაძემ.