ივერიონი / ნოდარ ხადურმა EBRD-ის წარმომადგენლები "გაიცნო"

ნოდარ ხადურმა EBRD-ის წარმომადგენლები "გაიცნო"

ნოდარ ხადური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. EBRD-ის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში გაიმართა.


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ქვეყანაში აქტუალურად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორთან. ამჟამად EBRD-ი სხვა დონორებთან ერთად აფინანსებს ისეთ სექტორებს, როგორიცაა: ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესება რეგიონებში, კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია, მყარი ნარჩენების მართვა და სხვა.


"ეს შეხვედრა წინაპირობაა იმისა, რომ საქართველოში ეკონომიკა განვითარდება და საქართველო თავად მიიღებს მონაწილეობას ისეთ პროექტებში, რომელსაც EBRD-ი ახორციელებს", _ განაცხადა შეხვედრაზე მინისტრმა.

21-11-2012, 14:53
უკან დაბრუნება