მთავარი პროკურორობის კანდიდატი პაატა შავაძე.
-" მე ქვეყნის მთავარი პროკურორის მაღალ, საპატიო და საპასუხისმგებლო პოსტზე ასარჩევად 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმადგინა, რაც უდიდესი ნდობის გამოხატულებაა სამოქალაქო სექტორის მხრიდან. მე შემიძლიაჩამოვაყალიბო ისეთი საგამოძიებო უწყება, სადაც თითოეულ მოქალაქეს თითოეული პროკურორი მის უახლოეს მეგობრად, მისი უფლებების დამცველად და ერთგულ თანამეინახედ დაეგულება! არჩევის შემთხვევაში მე მივალ უწყებაში ჩემი გუნდით, რომელთა წევრების მიმართაც, საზოგადოების მხრიდან არ იქნება თუნდაც ერთი კითხვის ნიშანი მათ წესიერებაზე, პატიოსნებაზე, პროფესიონალიზმზე, რეპუტაციასა და პოლიტიკურ წარსულზე! ისინი ხალხის სამსახურს მოწყურებული ადამიანები არიან!
ჩემი არჩევის შემთხვევაში, ვეღარასოდეს წამოსძახებს ხელისუფლებას ვერც ერთი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი, რომ ქვეყანაში არსებობს მიკერძოებული პროკურატურა და რომ მთავარი საგამოძიებო უწყება ხელისუფლების
პოლიტიკური იარაღია! ასეთი ბრალდების საფუძვლები ძირეულად აღმოიფხვრება! და ჩვენ შევქმნით ერთად სრულიად ახლებურ, საერთო სახალხო პროკურატურას, რომლის ფუნქცია მხოლოდ და მხოლოდ სამართლისა და სიმართლის, სამართლიანობისა კანონიერების მსახურება იქნება! სამართლიანობას აღვადგენ, ხალხის დაკვეთა მმართველი კოალიციისადმი,
მყისიერად შესრულდება! ვერც ერთი პროკურორი ვეღარ გაბედავს უგულვებელყოს მოქალაქის სურვილი, მიიღოს და გაესაუბროს მას. საქართველოს პროკურატურაში შემოსული ყველა კორესპონდენცია პირადად ჩემს ხელში გაივლის და ყველა მოქალაქეს, ვისაც,ჩემთან მიღება სჭირდება, პირადად მივიღებ და დავეხმარები. პროკურატურა იქნება ღია, გამჭვირვალე და საჯაროუწყება. ჩემიკარიღიაიქნებათითოეულიმოქალაქისათვის".